ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
03-11-2021
ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
სკოლის დირექცია ათ კურსდამთავრებულებს ულოცავს წარმატებას და მისალოც წერილს ავრცელებს:
„ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლა 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლების 10 მოსწავლეს სკოლის წარჩინებით დასრულებას ულოცავს. საამაყო, საპატიო და დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯილდო. დღეს, ისინი სტუდენტური ცხოვრების საინტერესო, გამოწვევებითა და შესაძლებლობებით დატვირთულ გზაზე დგანან“, - წერია დირექციის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს