ქობულეთის N3 საჯარო სკოლა ღვაწლმოსილი პედაგოგის, მაყვალა ვერულიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
02-11-2021
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი - მაყვალა ვერულიძე.

ამაგდარი პედაგოგმა, ორი წლის წინ სკოლა საპენსიო ჯილდოთი დატოვა. მისი შვილი ია სურმანიძე ამავე სკოლის პედაგოგია და ახლა, ის აგრძელებს მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდას.

სკოლის კოლექტივი, პედაგოგის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვას და სამძიმრის წერილს ავრცელებს:

„დრო სწრაფად მიფრინავს.. ჩემს წარმოსახვაში ბავშვობის ლამაზი მოგონებები წარმოჩინდნენ. ლაღი, უზრუნველი ბავშვობა. ბავშვობა, რომელიც საჩინო ადამიანებთან ასოცირდება.. მუდამ ფიქრობ მას მიბაძო, უმზირო, მისნაირი გახდე.. როლური თამაშები თოჯინებთან, თანატოლებთან და ამ თამაშში გიყალიბდება ცხოვრების მიზანი - გახდე პედაგოგი! ჩემი მადლიერება უსაზღვროა მაყვალა მასწავლებელო! ძნელია ასეთ დიდებულ ქალბატონზე დღეს უკვე წარსულში ისაუბრო. გულსატკენია, მაგრამ ამავე დროს საამაყოა გერქვას მისი მეგობარი, კოლეგა. მაყვალა მასწავლებელო, მთელი თქვენი შეგნებული ცხოვრება ანთებული სანთელია, რომელიც იღვენთებოდა და იწვოდა ასობით ბავშვის სულის გასასპეტაკებლად. დიახ, ჩვენ, თქვენს სამეგობროს გამორჩეული პედაგოგი გვყავდი, საოცრად ერთგული, თავდადებული, სამართლიანი, ნიჭიერი და მოტივირებული.. ისე ლამაზად იცხოვრეთ, მართლაც მზის ჩასვლას ჰგავს თქვენი სიკვდილი, მზის, რომელიც გაქრობის შემდეგაც იმდენ სითბოს ტოვებს, რომ დიდხანს, დიდხანს მიგვყვება მისი სითბო და სიყვარული. ნათელში იყოს თქვენი ლამაზი სული“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის წერილში.

etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს მაყვალა ვერულიძის გარდაცვალების გამო და ოჯახსა და სკოლას სამძიმარს უცხადებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203