წაღვლის საჯარო სკოლის პედაგოგ როინ კაპანაძეს წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა
03-11-2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის პედაგოგ როინ კაპანაძეს, წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის, მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ინეზა ზიზი ელისაშვილმა გადასცა.

მას ჯილდო და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის, მაია კობახიძის მადლობის სიგელი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გადაეცა. 

როინ კაპანაძე წარმატებული მასწავლებელია, რომლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ და იმარჯვებენ.

იგი მოსწავლეებთან ერთად, კონკურსებში 2011 წლიდან მონაწილეობს და არაერთი ჯილდო მიუღია. 

სკოლა ულოცავს პედაგოგს ამ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს. 

„მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით, ბატონ როინს წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის გადაეცა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის, ქალბატონ მაია კობახიძის მადლობის სიგელი. მას აგრეთვე გადაეცა ჯილდოდ სიმბოლური თანხა. ვულოცავთ მოსწავლეებს, პედაგოგებს და ბატონ როინ კაპანაძეს და ვუსურვებთ წარმატებებს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203