ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ინტელექტუალური კლუბის სამი ასაკობრივი ლიგა ფუნქციონირებს
02-11-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში ინტელექტუალური კლუბის - „რა? სად? როდის?“ სამი ასაკობრივი ლიგა ფუნქციონირებს. 

ასაკობრივი კატეგორიებია:

  • III-IV კლასი;
  • V-VII კლასი;
  • VIII-XII კლასი.

თითოეული ლიგის თამაში კვირაში ერთხელ იმართება. ფორმატი ითვალისწინებს შიდა სასკოლო ჩემპიონატებს როგორც ერთი სკოლის, ასევე სკოლა „პროგრესის“ ქსელის მასშტაბით.

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ინტელექტუალური კლუბის მიზნებია მოსწავლეების:

  • ინტელექტუალური დონის ამაღლება;
  • წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება;
  • მოსწავლეების მოტივირება და ნიჭიერთა წარმოჩენა ადგილობრივ და რესპუბლიკურ დონეზე;
  • ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწავლეების
  • თვითრეალიზაციისთვის ხელის შეწყობა;
  • კონცენტრირების, სისხარტის, ლიდერობის, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარების განვითარება.
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203