ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობდნენ
02-11-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობდნენ. 

აღნიშნული კვლევა მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება.

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის V კლასი კი ამ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოსწავლეებმა ტესტირებას თავი კარგად გაართვეს. 

„სკოლის V კლასის მოსწავლეები შეირჩნენ წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში ( PIRLS 2021) მონაწილეობის მისაღებად.
PIRLS 2021-ს ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) და ტარდება მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში.
ტესტირება ორგანიზებულად ჩაატარა სკოლის კოორდინატორმა ნათია ჟორჟოლიანმა.
მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი მოწოდებულ კითხვებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203