„გვეამაყოს თქვენით, ღირსეულნო“- ქუთაისის N40 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები გადაეცათ
02-11-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
სკოლა კურსდამთავრებულებს ამ დიდ წარმატებას ულოცავს და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.
„სკოლის პედკოლექტივი და ადმინისტრაცია ულოცავს 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლების მიღებას: გოგბერაშვილი ბორისი - ოქრო, დახუნდარიძე მარიამი - ოქრო, რიჟამაძე ლანა - ოქრო, ქვაჩახია მარი - ოქრო, თელია ნინო - ოქრო, ლანჩავა მარი - ვერცხლი. გილოცავთ და გისურვებთ წინსვლას ცხოვრებაში. გვეამაყოს თქვენით, ღირსეულნო“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს