
თბილისის N144 საჯარო სკოლას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სპეციალური აღჭურვილობით ესტუმრნენ და მოსწავლეებს შენობაში ხანძრის გაჩენის დროს ქცევის წესები გააცნეს.
მეხანძრე-მაშველებმა სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრეს სახანძრო-სამაშველო ძალების ყოველდღიური საქმიანობის შესახებ.
მე-3ა კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა საინტერესოდ და აქტიური ჩართულობით წარიმართა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცნობიერების ამაღლების მიზნით მსგავს ღონისძიებებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტენსიურად ატარებს.
იხილეთ ფოტოები: