აწყვიტის საჯარო სკოლის 2019 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - ნინო ბერიძეს კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა
02-11-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის  2019 წლის კურსდამთავრებულს ნინო ბერიძეს კუთვნილი ოქროს მედალი გადეცა. 

სკოლის დირექცია და მასწავლებები მას ამ დიდ წარმატებას ულოცავენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.

„სკოლის 2019 წლის კურსდამთავრებულს ნინო ბერიძეს გადაეცა ოქროს მედალი. სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები ულოცავენ ნინოს და წარმატებებს უსურვებენ“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

       
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203