ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლის კულტურული ძეგლები მოინახულეს
02-11-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში პროექტის - „ჩვენი სოფლის წარსული, აწმყო და მომავალი“ მორიგი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.

ეკა ბუთხუზის, მზია ბაბლიშვილის და მათე კაჭიურის ორგანიზებით საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა სოფელში არსებული კულტურული ძეგლები მოინახულეს.

„სკოლაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში „ჩვენი სოფლის წარსული, აწმყო და მომავალი“ - ​28 ოქტომბერს  განხორციელდა მორიგი აქტივობა. ეკა ბუთხუზის, მზია ბაბლიშვილისა და მათე კაჭიურის ორგანიზებით საბაზო და საშუალო (VII-XII კლასები) საფეხურის მოსწავლეებმა მოინახულეს სოფელში არსებული კულტურული ძეგლები: რძიანას ხატი, გორიჯვრისა და წმინდა გიორგის სალოცავები. გაეცნენ ხალხში გავრცელებულ თქმულებებსა და გადმოცემებს. ისაუბრეს ამ ძეგლების მნიშვნელობაზე და გადაიღეს ფოტო-ვიდეო მასალა“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203