გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის ერთადერთი პირველკლასელი ანბანს მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობს
02-11-2021
გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლას მხოლოდ ერთი პირველკლასელი - ჯონი ბელაუსოვი ჰყავს.

პედაგოგები მოსწავლისთვის მუდამ საინტერესო სასწავლო გარემოს ქმნის და მოსწავლე თითოეულ აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობს.

პირველკლასელმა ამჯერად დიდი მონდომებითა და ხალისით ანბანის სამყაროში იმოგზაურა.

„გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის პირველკლასში მხოლოდ ერთი მოსწავლე  - ჯონი ბელაუსოვია. ჯონიმ სხვადასხვა აქტივობებით ანბანის სამყაროში იმოგზაურა. წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ ჩვენს პატარას“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203