ტყაჩირის საჯარო სკოლას ნოუთბუქები გადაეცა
02-11-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ 2021 სასწავლო წლიდან ჩაერთო.

სკოლას „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ნოუთბუქები გადასცეს.

„2021 წლის სასწავლო წელს ჩავერთეთ „ახალი სკოლის მოდელში“. ტყაჩირის საჯარო სკოლის პედაგოგები მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვასრულებდით დავალებებს, რაც დაკავშირებული იყო ახალი სასკოლო აქტივობების დანერგვა და განხორციელება სასწავლო პროცესებში, გვერდით გვედგნენ კვალიფიციური და თავისი საქმის სპეციალისტი ტრენერები. გაწეული შრომის დაფასებისთვის, საკმაოდ ღირებული საჩუქრებიც გადმოგვცეს - 9 lenovos  ნოუთბუქი. მადლობა „ახალი სკოლის მოდელს“, ყოველთვის სასიამოვნო პროცესია ახალი გამოწვევები“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203