ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის ეზოში ეკოკლუბის წევრებმა მარადმწვანე ხეები დარგეს
02-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწიგნობარის“ წევრებმა, პედაგოგ მზია სურმანიძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზო გაამწვანეს. 

სკოლის პირველი, მე2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა ეკოკლუბის ხელმძღვანელის მზია სურმანიძის დახმარებით სკოლის ეზოში მარადმწვანე ხეები დარგეს. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

პედაგოგმა და მოსწავლეება ისაუბრეს ადამიანთა ცხოვრებაში ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებული გარემოს მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203