წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
02-11-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის  I კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

ეს მნიშვნელოვანი დღე მათ დამრიგებელმა ლელა ჩირგაძემ გაულამაზა. 

მოსწავლეებმა პირველი ასო-ბგერების სწავლის აღსანიშნავად ცაში იისფერი ბუშტები გაუშვეს. 

„სკოლის I კლასში (ხელმძღვანელი ლელა ჩირგაძე) ზეიმით აღნიშნეს ანბანის შემობრძანება. ამ დღის აღსანიშნავად მოსწავლეებმა იისფერი ბუშტები ააფრინეს ცაში. დაე, ყველა მათგანს დაეპყროს ცოდნის მწვერვალები. განა იაკობმა თავისი დედაენით არ მისცა ქართველს ფრთები ცაში ასაფრენად?“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203