ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ისწავლეს
02-11-2021
ბათუმის N2 საჯარო სკოლაში წითელი ჯვრის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. 

წითელი ჯვრის წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ ესაუბრნენ.

მათ მოსწავლეებს აჩვენეს თუ როგორ უნდა აღმოუჩინონ ადამიანს პირველადი სამედიცინო დახმარება და ამ დროს რა უნდა გაითვალისწინონ.

მოსწავლეები სტუმრებს დიდი ყურადღებითა და ინტერესეთ უსმენდნენ.

„წითელი ჯვრის საჭირო და საინტერესო ლექცია - გაკვეთილი ჩატარდა სკოლაში, მოსწავლეები აქტიურობდნენ, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა გააცენეს როგორ უნდა გაუწიონ ადამიანებს პირველი დახმარება“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203