ბავრის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ჯული ველელი-შირინიანმა მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელი საშემოდგომო აქტივობა მოაწყო
02-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი ჯული ველელი-შირინიანი მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო გარემოს შესაქმნელად მუდამ თავდაუზოგავად შრომობს და ბავშვებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.
ამჯერად პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად შემოდგომის მზიან დღეს სკოლის ეზოში შეეგება.
„შემოდგომის მზიან დღეს სკოლის ეზოში ვემშვიდობებით შემოდგომას“, - წერს პედაგოგი ჯული ველელი-შირინიანი.