„ოქროს შემოდგომა“​ - წინუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძება გამართეს
02-11-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა ღონისძება - „ოქროს შემოდგომა“ გამართეს.

მოსწავლეებს ღონისძიების მომზადებაში კლასის ხელმძღვანელები და მშობლები დაეხმარნენ. პატარებმა უფროსების დახმარებით ულამაზესი საშემოდგომო კუთხე მოაწყვეს.

„წინუბნის საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ღონისძიება „ოქროს შემოდგომა“, რაშიც მოეხმარნენ კლასის დამრიგებლები და მშობლები; მოაწყვეს კუთხე, სადაც დაალაგეს შემოდგომის ხილ-ბოსტნეული, მორთეს დარბაზი ფერად-ფერადი სხვადასხვა ფორმის და ზომის ფოთლებით“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203