ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
02-11-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

გაკვეთილის თემა იყო - „აი ია“ 

მასწავლებელმა, დონა ლაბაძემ მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლა, დირექტორის ნატალია კეჭეხმაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203