პატარა პამაჯის საჯარო სკოლის პირველკლასელებს კომპიუტერები გადაეცათ
02-11-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები გადაეცათ.

ნოუთბუქები მოსწავლეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში მიიღეს. 

ბუკების გადაცემამ ბავშვები ძალიან გაახარა და სწავლისათვის მეტი მოტივაცია შესძინა. 

„პირველკლასელები კომპიუტერებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან დასაჩუქრდნენ, რისთვისაც დიდი მადლობა.

ეს კომპიუტერები დაწყებით კლასებში ძალიან გვიადვილებს მუშაობას, ძალიან მოსახერხებელი და საინტერესოა პატარებისთვის. მშვიდობაში მოიხმარეთ მოსწავლეებო და იმედია ყველანი კარგად ისწავლით“,- ამბობს დაწყებითი კლასის მასწავლებელი კარინე ბაბოიანი. 

სკოლის დირექცია ულოცავს პირველკლასელებს კომპიუტერების გადაცემას და სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203