აკეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა, რუსუდან ხუხუნაიშვილმა ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია
02-11-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

მოსწავლეებმა ქართულ ანბანს ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს. მასწავლებელმა პატარები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართო. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, რუსუდან ხუხუნაიშვილმა მოსწავლეებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია. 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შემობრძანება აღნიშნეს.  მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები და სიმღერები, რომლებიც ქართულ ანბანს ეძღვნებოდა. მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა, რითაც უფრო მეტად გაუღვივა ინტერესი ქართული ანბანის მიმართ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა,  ქართული ანბანის ჯადოსნურ  სამყაროში მოგზაურობის დასაწყისი მოსწავლეებს დღესასწაულად უქცია“,- აღნიშნულია სკოლიდან მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203