რიყეთის საჯარო სკოლაში შემოდგომა იზეიმეს
02-11-2021
მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შემოდგომა იზეიმეს.

სკოლის ეზოში მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად საშემოდგომო ნობათი და სხვადასხვა ლამაზი ნამუშევრები გამოფინეს.

„შემოდგომა-წელიწადის ყველაზე ფილოსოფიური დროა“. სამყაროს აღვიქვავთ კაშკაშა ფერებში და ვქმნით ახალ მოგონებებს. იქ, სადაც ადამიანური ფასეულობები და ღირებულებები, უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი,ლოგიკურია დადებითი ემოციები სიფერადის ფონზე... ის ენთუზიაზმი, რაც სამზადისს და ყველა ნომრის შესრულებას ახლდა, უზარმაზარ სიკეთეს, სითბოს, სისადავეს თუ ჰარმონიულობას უსვამს ხაზს“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203