ბალხოს საჯარო სკოლის ორი უფროსი მასწავლებელი შეემატა
02-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოს საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის მუდამ თავდაუზოგავად შრომობენ.
სკოლის კიდევ ორმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
კოლეგები პედაგოგებს ულოცავენ წარმატებას და კიდევ მეტ კარიერულ წინსვლას უსურვებენ.
„ბალხოს საჯარო სკოლაში კიდევ ორი მასწავლებელი გახდა უფროსი. ამასობაში სკოლის 60%-ზე მეტ მასწავლებელს აქვს უფროსის სტატუსი“, - წერია სკოლის განცხადებაში.