ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შავი ზღვის დაცვის დღე აღნიშნეს
02-11-2021
ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მათ კლასის დამრიგებლის, ირინა წიკლაშვილის ხელმძღვანელობით, მოაწყვეს ფოტოგამოფენა. ისაუბრეს შავი ზღვის შესახებ. ყურადღება გაამახვილეს მის მნიშვნელობისა და არსებული პრობლემებზე.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
„სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. დისტანციური სწავლების პირობებში მე-4 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის, ირინა წიკლაშვილის ხელმძღვანელობით, აღნიშნეს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ფოტოგამოფენა - „შავი ზღვის ბინადრები“. ასევე, მოსწავლეებმა ისაუბრეს შავი ზღვის მნიშვნელობაზე, რესურსებსა და პრობლემებზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს