კლდის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - ქეთი აბულაძესა და გვანცა ბექტურაშვილს მედლები გადაეცათ
02-11-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - ქეთი აბულაძეს და გვანცა ბექტურაშვილს ვერცხლის მედლები გადაეცათ. 

სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს - ქეთი აბულაძეს და გვანცა ბექტურაშვილს ვერცხლის მედლების მიღებას, უსურვებს წარმატებულ სტუდენტობას და ბედნიერ მომავალს. გვიხარიხართ და გვეამაყებით“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით;

ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული. ვერცხლის მედალს კი იღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული მესამე საფეხურზე არის 9.8 დან - 10 მდე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203