თბილისის N23 საჯარო სკოლის 3 მოსწავლე ესეების კონკურსში მონაწილეობს
02-11-2021
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესეების კონკურსში მონაწილეობენ.

კონკურსი, რომლის სახელწოდებაცაა „ვწერ თავისუფალ თემას“ უფროსკლასელებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ოქტომბრის დასაწყისში გამოცხადდა. 

კონკურსში შემდეგი მოსწავლეები მონაწილოებენ: 

  • ლიზი თოდუა - X კლასი (დამრიგებელი ლელა მჭედლიძე);
  • ლიზა ასაკაშვილი - XI კლასი (დამრიგებელი ნათია ბეჭვაია);
  • ლიზი ტაბიძე -XIIკლასი (დამრიგებელი ნათია კუჭუხიძე).
აღნიშნული კონკურსის ფინალური ეტაპი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში გაიმართა. კონკურსში სულ 800 მოსწავლე მონაწილეობდა, ფინალური ტურისთვის კი საუკეთესო ნაშრომების ავტორები შეირჩნენ. 

სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეებს ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.

„ჩვენი გოგოები უკვე მეორე ეტაპზე არიან, ნაშრომების გასწორება უკვე დასრულებულია და გამარჯვებულის გამოვლენამდე სულ ცოტა დრო რჩება. ვუსურვოთ წარმატებები“,- წერს სკოლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203