აფხაზეთის N2 სკოლის პირველკლასელები წელიწადის დროებს საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
02-11-2021
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა კლასის ხელმძღვანელის, ლელა ყოლბაიას ხელმძღვანელობით წელიწადის ოთხი დროდან ოქროსფერ შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს.

აქტივობის მიზანს - დაკვირვების, ფიქრის, თანამშრომლობის, მოძიების, წინარე ცოდნის განმტკიცების უნარის განვითარება წარმოადგენდა.

პირველკლასელებმა შემოდგომის ფერადი ფოთლების საშუალებით საინტერესო და ლამაზი ნამუშევრები შექმნეს. მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისით და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

„მოსწავლეებმა გია ყანჩელის მუსიკის - „ყვითელი ფოთლები“ ფონზე თავი მოუყარეს შემოდგომის ფერად ფოთლებს. იმსჯელეს შემოდგომისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ მოვლენებზე. წელიწადის ოთხ დროზე“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203