აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ხატვის მასტერკლასები მიმდინარეობს
02-11-2021
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო პროექტი ხორციელდება, რომელშიც მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები არიან ჩართულნი.
პროექტის მიხედვით სამხატვრო ჯგუფში გაერთიანებულ ათ მოსწავლეს რვა მასტერკლასი ჩაუტარდება, რა დროსაც თითოეულმა ორი ნამუშევარი უნდა შეასრულოს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი კოვიდრეულაციების სრული დაცვით ხორციელდება და მოსწავლეები უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან.
„ნიკო ფიროსმანიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, საერთაშორისო ფონდი - „ფიროსმანის უკვდავება“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობენ მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ მხატვრობისადმი მიდრეკილება. პროექტი ითვალისწინებს, სამხატვრო ჯგუფში გაერთიანებული ათი მოზარდისთვის 8 მასტერკლასის ჩატარებას; თითოეულმა მონაწილემ უნდა შეასრულოს სულ ორი ნამუშევარი: ერთი ნახატი/ნამუშევარი ფიროსმანზე და ერთი ნახატი/ნამუშევარი „ჩემი აფხაზეთი". პროექტის ორგანიზატორების მიერ მომაგრებულები არიან კონსულტანტები, პროექტის კურატორი და ფოტოკოლაჟის მოსამზადებლად სპეციალისტი. მეცადინეობებზე დაცულია კოვიდრეგულაციები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს