ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომის ნობათი გამოფინეს
02-11-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, პედაგოგის ნანული არაბიძეს ხელმძღვანელობით შემოდგომას საინტერესო და ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს.
პირველკლასელებმა საკლასო ოთახში შემოდგომის ნობათი მიიტანეს და ჯგუფში ყვითლად შეფერილი ფოთლები მიმოფანტეს.
„ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პირველკლასლებმა შემოდგომის ნობათი შემოიტანეს საკლასო ოთახში. მოსწავლეები ასახელებდნენ საკუთარ ეზოში მოწეულ ხილს, ყვებოდნენ შრომა-საქმიანობაში საკუთარ ჩართულობაზე. ჯგუფში მიმოფანტეს ქარისგან გამეტებული ყვითლად შეფერილი ფოთლები. დაშრიალებდნენ ყვითელ ფოთლებზე და ლექსებსა და სიმღერებს უძღვნიდნენ ბარაქიან შემოდგომას“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს