თბილისის N133 სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განათლების დონის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ
02-11-2021

თბილისის N133 საჯარო სკოლის პედაგოგები - ​​ნინო ჩიტოშვილი, ეკა ფუტკარაძე, თამილა პეპანაშვილი, თამუნა შათირიშვილი, თამარ ხორბალაძე, ლია მარდალეიშვილი, ნანა ზურებიანი ქართველ მოსწავლეთა განათლების დონის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ. 

პედაგოგებს დიპლომები „კინგსის“ ოლიმპიადამ გადასცა. 

სკოლა პედაგოგთა და მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს. ეს უკანასკნელნი საგნობრივ ოლიმპიადაში დიდი წარმატებით ასპარეზობენ. 

„როგორც ყოველთვის, ყველა ოლიმპიადაზე, ასევე Kings-ის ოლიმპიადებზე წარმატებით მოასპარეზე ჩვენი მოსწავლეების დიპლომებით განებივრებულები ვართ, მადლობა მათ და კიდევ უამრავი წარმატება ცხოვრების გზაზე.

მადლობა ყველა პედაგოგს ღირსეული მოღვაწეობისათვის თავიანთ მოსწავლეებთან.

დღეს, Kings-ის​ გამორჩეული პედაგოგები გვყავს: ნინო ჩიტოშვილი, ეკა ფუტკარაძე, თამილა პეპანაშვილი, თამუნა შათირიშვილი, თამარ ხორბალაძე, ლია მარდალეიშვილი და ნანა ზურებიანი. მათ საერთაშორისო დიპლომები გადაეცათ ქართველი მოსწავლეების განათლების დონის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, წარმატებული თაობის აღზრდისათვის“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203