თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო კიკნაძემ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა
01-11-2021
თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პედაგოგები საინტერესო და თანამედროვე მეთოდებით დახუნძლული სასწავლო გარემოს შესაქმნელად მუდამ თავდაუზოგავად შრომობენ.
სკოლის მე-8ბ კლასის მოსწავლემ, ნინო კიკნაძემ - საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართა.
მოსწავლის საგნის პედაგოგი თამარ მოსეშვილი გახლავთ, ხოლო კლასის ხელმძღვანელი მაკა მუსხელიშვილია.
პედაგოგები მოსწავლეებს სწავლაში მუდამ ხელს უწყობენ და ეხმარებიან, რათა საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინონ.