ვანის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
01-11-2021
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის 2019-2020 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროს, ვერცხლის მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლის დირექტორმა, თეონა ადეიშვილმა კურსდამთავრებულებს ემოციური მილოცვა მიუძღვნა:
„ქვეყანას რომ გამოადგებიან ის ხალხია ესენი. ბედნიერებაა თქვენი ჩვენობა. მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ველოდებით თქვენგან“, - წერს დირექტორი თეონა ადეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს