ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილები რეაბილიტირებულ დარბაზში უტარდებათ
01-11-2021
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილები რეაბილიტირებულ სპორტულ დარბაზში უტარდებათ.

სკოლის დირექციამ საზოგადოებას სკოლაში მოწყობილი სპორტის დღეების შესახებ სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა.

დირექცია ყველა იმ პირს, ვინც სკოლის რეაბილიტირების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა მადლობას უხდის.

„არ შეგვეძლო ეს სპორტული დღეები თქვენთვის არ გაგვეზიარებინა.. ულამაზეს სპორტულ დარბაზში უტარდებათ ჩვენს ბავშვებს სპორტის გაკვეთილები.. არ დავიღლებით მადლობით იმ ადამიანებისთვის ვინც ჩვენი სკოლის რეაბილიტირების პროცესში მონაწილეობდა და ვინც ასეთი გარემო მოუწყო ჩვენს ბავშვებს“, - წერს სკოლის დირექცია სამადლობელ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203