ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
01-11-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და წარმატებაც მოიპოვეს.

ევროპული ენების დღე ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ინიციატივით დაარსდა. მისი მიზანია-ცნობიერების ამაღლება ენების შესწავლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით; ევროპის ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაცია; მთელი ცხოვრების მანძილზე უცხო ენების შესწავლის წახალისება სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ.

მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებითა და სერტიფიკატებით.

„გილოცავთ, ბავშვებო, თქვენ და თქვენს ნიჭიერ და ბეჯით მარია მასწავლებელს ამ გამარჯვებას“!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203