ბათუმის N30 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
01-11-2021
ბათუმის N30 საჯარო სკოლის პირველიკლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
კლასის დამრიგებელმა ნესტან ბობოხიძემ მოსწავლეებს ეს მნიშვნელოვანი დღე გაუმრავალფეროვნა.
მასწავლებელმა პირველკლასელებს საინტერესო აქტივობები შესთავაზა და თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება მისცა.
მოსწავლეები ანბანის შესწავლას დიდი მონდომებითა და ინტერესით შეუდგნენ.
მათ დამრიგებელი ნესტან ბობოხიძე ამ მნიშვნელოვან მოვლენას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
„დღეს დიდი და მნიშვნელოვანი დღე იყო პირველკლასელთათვის! დაიწყო ახალი ეტაპი მათ სასკოლო ცხოვრებაში! გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო! წარმატებით გადაგელახოთ ყველა ცხოვრებისეული გამოწვევა და ამის საწინდარი ყოფილიყოს სწორედ ეს - ანბანის შემობრძანების დღე“,- წერს კლასის დამრიგებელი ნესტან ბობოხიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს