ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ტყეში ჩაუტარდათ
01-11-2021
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს დამრიგებლის, ნონა მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით ბუნებისმეტყველების საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ.

მოსწავლეები მიმდებარე ტყეს ეწვივნენ და ცოცხალი ორგანიზმები გამოიკვლიეს.

საგაკვეთილო პროცესში ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

„ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე სკოლის მიმდებარე ტყეს ვეწვიეთ და იქაური ცოცხალი ორგანიზმები გამოვიკვლიეთ. ვნახეთ, რომელი ორგანიზმი რომელ იარუსზე ბინადრობდა, დავაკვირდით და აღვწერეთ რა თვისებები ეხმარება თითოეულ მათგანს საბინადრო გარემოსთან შეგუებაში“, - წერს პედაგოგი ნონა მაჭარაშვილი.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203