ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ
01-11-2021
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტის ესტუმრნენ.
უნივერსიტეტმა მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სწორედ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ამ მოსწავლეთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც სწავლის გაგრძელება ამ უნივერსიტეტში სურთ. მათ მოუსმინეს მასპინძლებს, დაათვალიერეს სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსები.
„რამდენიმე დღის წინ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მოსწავლეებისათვის საინფორმაციო დღე ჰქონდა. უნივერსიტეტს სხვებთან ერთად ჩვენი სკოლის ის მე-12 კლასელებიც სტუმრობდნენ, რომლებსაც სურთ სწავლა იქ გააგრძელონ. მოსწავლეებმა მოუსმინეს მასპინძლებს, დაათვალიერეს სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსები. ნანახმა და მოსმენილმა კი მათი გადაწყვეტილების სისწორე დაადასტურა. წარმატებებს ვუსურვებთ ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტის მომავალ სტუდენტებს“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს