ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
01-11-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღე აღნიშნეს და ეზოში შერჩეულ სივრცეში მარადმწვანე მცენარეები დარგეს.

ღონისძიებაში სკოლის მე-5, მე-9, მე-8, მე-7კლასების მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

„გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-5, მე-9, მე-8, მე-7 კლასების სურვილი იყო, მათაც შეეტანათ პატარა წვლილი ჩვენი გარემოს გამწვანებაში. სკოლის ეზოში შეირჩა სივრცე, ამოიღეს ორმოები და დარგეს მარადმწვანე მცენარეები. მეგობრებო, გიწვევთ არა მარტო ჩვენი სკოლის, არამედ საქართველოს სკოლების მოსწავლეებს,დარგეთ ერთი ხე, ბუჩქი, რითიც ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ბუნების გამწვანებასა და მის მოვლაში“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203