„მინდა ისეთი ფერადი ცხოვრება გქონდეთ, როგორი დღეც თქვენმა პირველმა მასწავლებელმა გაჩუქათ“- ხონის N3 სკოლის დირექტორი პირველკლასელებს მიმართავს
01-11-2021
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პირველი მასწავლებლის, თეა მესხის ხელმძღვანელობით ანბანის შესწავლა დიდი მონდომებით დაიწყეს.
პედაგოგმა პატარა მოსწავლეებს თემატურად გაფორმებული სასწავლო გარემო დაახვედრა, რითიც პირველკლასელები ძალიან გაახარა.
პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება სკოლის დირექტორმა, ვერიკო ბენიძემ მიულოცა:
„ჩემო პატარებო, გზას დაგილოცავთ ანბანეთში თქვენს საყვარელ და საოცარ თეა მასწავლებელთან ერთად. მინდა ისეთი ფერადი და ლამაზი ცხოვრება გქონდეთ, როგორი დღეც გაჩუქათ თქვენმა პირველმა მასწავლებელმა; დღეს მინდა ისეთი დაუვიწყარი იყოს სკოლაში გატარებული თორმეტი წელი თქვენთვის, როგორც იყო დღევანდელი დღე. თქვენ ჩვენი მომავალი, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე ხართ, გვეიმედებით გვიყვარხართ და გვიხარიხართ ჩვენო გაზაფხულებო. P.S. თეა მასწავლებელო საოცარი პიროვნება ბრძანდებით, თქვენი შესაძლებლობები უსაზღვროა, გემოვნება დახვეწილი და ენერგია უშრეტი ამ ყველაფერს კი სიყვარული ასაზრდოვებს, პატარების სიყვარული. მიხარია თქვენთან ურთიერთობა და მეიმედებით“, - წერს დირექტორი ვერიკო ბენიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს