უჩმანის საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს
01-11-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში შემოდგომასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიების სახელწოდება „ოქროსფერი შემოდგომა“ იყო.

მოსწავლეებმა წელიწადის ამ დროს ნამუშევრები მიუძღვნეს, ლექსები წაიკითხეს და ზოგადად, შემოდგომის შესახებ ისაუბრეს.

სკოლა შემოდგომის ფერებში ბუშტებითა და ფოთლებით მოირთო. მოეწყო კუთხე, სადაც შემოდგომის ნობათი იყო განთავსებული. 

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203