
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზუბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ნიჭიერმა და მონდომებულმა მოსწავლეებმა ღონისძიებაზე სხვადასხვა საინტერესო აქტივობები შეასრულეს. მათ შორის დიდი მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს.
იხილეთ ფოტოები: