ვაზიანის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენი სოფლის წარსული, აწმყო და მომავალი“ მიმდინარეობს
01-11-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტი - „ჩვენი სოფლის წარსული, აწმყო და მომავალი“ მიმდინარეობს.

პროექტში ჩართულნი არიან საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეები და სხვადასხვა საგნის მასწავლებლები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.

„ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, პროექტი ეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხს.

26 ოქტომბერს, შედგა შეხვედრა მწერალ ვიტალი ქენქაძესთან. იგი არის ავტორი წიგნისა - „სოფელი ვაზიანი“. მან ისაუბრა სოფელში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. დასასრულს სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა საავტორო წიგნები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203