ინაშაურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
01-11-2021

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

პედაგოგმა ნანა დათიაშვილმა მოსწავლეებს „დიდი ზეიმი“ მოუწყო და მრავალფეროვანი სახალისო აქტივობები შესთავაზა. 

მოსწავლეები აქტივობებში ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლის პირველკლასელებს, მასწავლებელმა, ნანა დათიაშვილმა, დიდი ზეიმი მოუწყო, პატარები ამოგზაურა ანბანეთში, გააცნო აი ია, შეასრულეს სხვადასხვა სახალისო აქტივობები. პატარებმა ძალიან იხალისეს. პირველკლასელებს პირველი ბგერების გაცნობა, დაწყებითი კლასების სხვა მოსწავლეებმაც მიულოცეს!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203