ნიგაზეულის, ოლადაურის, დღვანის, მაწყვალთისა და დაბაძველის საჯარო სკოლების მოსწავლეთა წარმატება მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებულ კონკურსში
01-11-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის, ოლადაურის, დღვანის, მაწყვალთისა და დაბაძველის საჯარო სკოლების მოსწავლეები „ფინედუს“ კონკურსის ფინალში არიან. 

აღნიშნული კონკურსი საქართველოში მეათედ ჩატარდა, ის მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით იმართება. 

კონკურსს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო პლატფორმა, finedu ატარებს, „ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე“ ეწოდება. 

მოსწავლეები კონკურსში გუნდურად მონაწილეობდნენ. მათ გუნდს - „ახალგაზრდები შუახევიდან“, ჰქვია. მათი მენტორი  ამირან ხიმშიაშვილია.

გუნდის წევრი მოსწავლეები არიან:

  • ქრისტინა სირაძე - 15 წლის;
  • თამრიკო  - მაკარაძე - 15 წლის;
  • ნინი ფუტკარაძე - 14 წლის;
  • ლინდა თავდგირიძე - 15 წლის;
  • რეზო ზოიძე - 15 წლის.
იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203