
ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანს საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.
პედაგოგი ასევე მათ არაერთ საინტერესო სასწავლო რესურსს სთავაზობს.
პირველკლასელებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, ილუსტრირებული ანბანის შექმნა დაიწყეს.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტო: