მეკეიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლის მკვიდრ ხანდაზმულ ქალბატონს საშემოდგომო საჩუქრები მიუტანეს
01-11-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლასთან ახლოს მცხოვრებ ხანშიშესულ ქალს საშემოდგომო საჩუქრები მიუტანეს.
მოხუცებულ ქალბატონთან სტუმრობა მეცრეკლასელების ინიციატივა იყო.
მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბებო გაახარეს.
„ჩვენი სკოლის მე-9 კლასის ინიციატივით, სკოლის უახლოეს მეზობელს, ჩვენს საყვარელ ბებიას საშემოდგომოდ საჩუქრები მივუტანეთ და ზამთრის ტკბილად გატარება ვუსურვეთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს