ახალციხის N3 და N5 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში წარმატება მოიპოვეს
01-11-2021
ახალციხის N3 და N5 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა „ფინედუს“ კონკურსში გაიმარჯვეს.
აღნიშნული კონკურსი საქართველოში მეათედ ჩატარდა, ის მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით იმართება.
კონკურსს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო პლატფორმა, finedu ატარებს, „ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე“ ეწოდება.
მოსწავლეები კონკურსში გუნდთან ერთად მონაწილეობდნენ, მათ გუნდს DALT ერქვა. მის შემადგენლობაში ახალციხის N6 და ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ. მათი მენტორი კი ქეთევან ბალახაშვილი იყო.
მათი ნამუშევრები ახალგაზრდების მიერ დაზოგვასთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხებოდა.
ფინალში გამოვლენილი გამარჯვებული გუნდების წევრები და მათი მენტორები ღონისძიების მხარდამჭერებისგან დასაჩუქრდებიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს