
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
პედაგოგმა მოსწავლეებს გაკვეთილზე მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა.
მოსწავლეებიც ინტერესით ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლაში, პირველკლასელებმა „ანბანეთის“ სამყაროში შემოაბიჯეს. გილოცავთ, ჩემო პატარებო, ამ ლამაზ დღეს, სულ ია-ვარდებით ყოფილიყოს მოფენილი მასზედ სავალი გზები“,- აღნიშნულია სკოლიდან მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: