მუხრანის N3 საჯარო სკოლაში ჰელოუინს საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი მიეძღვნა
01-11-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის მე-7 კლასში Halloween-ის შესახებ პროექტი ჩატარდა. 

პროექტს ინგლისურის მასწავლებელი ნინო ხუციშვილი ხელმძღვანელობდა. მისი ავტორი კი ნინო გერაძე გახლავთ.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დღესასწაულის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და ინგლისურენოვანი კედლის გაზეთები დაამზადეს.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის ღამეს კათოლიკურ სამყაროში ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავენ. ესაა დღესასწაული, რომელსაც ფესვები საუკუნეების სიღრმეში აქვს და სათავეს ძველი კელტების ტრადიციებიდან იღებს.

31 ოქტომბრის ღამეს, კელტების რწმენით, ცოცხლებისა და მიცვალებულების კარიბჭე იღებოდა და იმ სამყაროში მცხოვრები მიცვალებულები დედამიწაზე ბრუნდებოდნენ. კელტები ამ ღამეს სამჰეინს უწოდებდნენ. იმისთვის, რომ მკვდარი სულების და მოჩვენებების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ, კელტები 31 ოქტომბრის ღამეს სახლში აქრობდნენ შუქს, გადაიცვამდნენ სხვადასხვა მხეცის ტყავს, ქუჩაში სახლთან ახლოს ტოვებდნენ საკვებს სულებისათვის, თვითონ კი დრუიდების მიერ გაჩაღებულ უზარმაზარ კოცონთან იკრიბებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203