ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში კულტურული მრავალფეროვნების შესახებ პროექტი მიმდინარეობს
01-11-2021
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი - „კულტურათა დიალოგი ჩვენს ქალაქში“, მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა, რომლის მიზანიც მოსწავლეებისთვის სამოქმედო გეგმის გაცნობა იყო. 

„კულტურათა დიალოგი ჩვენს ქალაქში“ ჩართული არიან სკოლის უფროსკლასელები. მათ უკვე მოამზადეს პრეზენტაცია კულტურული თვითგამოხატვისა და ზოგადად, კულტურის შესახებ. 

„სკოლაში მიმდინარეობს პროექტზე - „კულტურათა დიალოგი ჩვენს ქალაქში“, მუშაობა. პროექტის ფარგლებში მოეწყო პირველი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის გაგვეცნო პროექტის გეგმა, მიზნები. უფროსკლასელებს წინასწარ მიცემული რეკომენდაციების კვალდაკვალ მომზადებული ჰქონდათ საპრეზენტაციო მასალა და მათ თანატოლებს გააცნეს კონვენცია კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის და ხელშეწყობის შესახებ. ისაუბრეს შემდგომ ნაბიჯებზე, გადაინაწილეს პასუხისმგებლობები“, -წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203