ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მირანდა გიორგაძემ, შორენა გიორგაძემ და ია შალიკიანმა eTwinning- ის პროექტში მიიღეს მონაწილეობა და ჩართეს მოსწავლეებიც.
მასწავლებლემა პროექტისგან მადლობის წერილი მიიღეს, მათი მონაწილეობის შედეგად კი სკოლა ევროპული ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა.
„გილოცავთ! თქვენი სკოლა დაჯილდოვდა ევროპული ხარისხის ნიშნით. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მოსწავლეებისა და თქვენი სკოლის საქმიანობა აღიარებულია ევროპულ დონეზე.
შედეგად, თქვენ მიიღებთ სერტიფიკატს, რომელიც შეგიძლიათ დაურთოთ თქვენს ვებ-გვერდს. ასევე, თქვენი პროექტი განთავსდება სპეციალურ სივრცეში, პორტალზე - www.etwinning.net.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უნიკალურ მიღწევას“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: