წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გაკვეთილი-სემინარი ჩატარდა
01-11-2021
29 ოქტომბერს, ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტის "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" მემორანდუმის ფარგლებში მორიგი გაკვეთილი-სემინარი ჩატარდა.

სემინარი პროფესორმა ლალი გამყრელიძემ სკოლის საბაზო საფეხურის 2020-2021 სასწავლო წლის საუკეთესო კლასის მოსწავლეებს (VIII-ბ კლასი, ხელმძღვანელი: ლ. მანდარია) ჩაუტარა.

გარემოსდაცვითი საუბარი შავი ზღვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დამთავრდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203